|
|
|
||
|
|
სტუდენტური ცხოვრება |
|
|
|
სოხუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის საფინანსო-საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტი ზურაბ ჟვანია გახდა ოცწლამდელთა საქართველოს ნაკრების მსოფლიო თასის პრიზიორი რაგბში.
26 მაისს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტთა თვითმმართველობის მიერ ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება. თვითმმართველობის პრეზიდენტმა მამუკა ცაავამ ვრცლად ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიპეტიებზე, მის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ასევე იმ საფრთხეებზე, რომელიც ექმნება ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობას პუტინის რუსეთიდან. სტუდენტები აქტიურად ჩაებნენ დისკუსიაში.
ცოტნე დადიანის სახელობის სოხუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა ,,მოვალენის“ მიმართვა საქართველოს სტუდენტებს ყველა მოწინავე და ცივილიზებულ ქვეყანაში სტუდენტობა ერის ცხოვრების ბარომეტრია, ყველაზე აქტიური და წამყვანი ძალაა ნებისმიერ ეპოქასა თუ საზოგადოებაში. სოხუმის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში სტუდენტის ჰარმონიული განვითარებისთვის შექმნილია ყველა პირობა. უნივერსიტეტის შექმნის დღიდან აქ მთავარ ღირებულებებად რჩება ხარისხიანი სასწავლო პროცესი და დინამიური აკადემიური გარემო. ადმინისტრაცია, პროფესორ - მასწავლებლები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები იზიარებენ იმის პასუხისმგებლობას, რომ სტუდენტობა კვლავაც იყოს საზოგადოების ძირითადი საყრდენი ძალა, რომელიც განახორციელებს რადიკალურ ცვლილებებს, რომ დღევანდელი დღის ოცნება, შესაძლოა ხვალინდელ რეალობად იქცეს. ჩვენ, მომავლის ახალგაზრდა ლიდერებს, სოხუმის დამოუკიდებელმა უნივერსიტეტმა შესაძლებლობა მოგვცა ჩვენი, სტუდენტური გაერთიანების ხმა მოგვეწვდინა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის, რათა ერთობლივ გაგვეხორციელებინა საკუთარი მოსაზრებების გაცვლა და მონაწილეობა მიგვეღო სტუდენტების მიერ შემუშავებულ საინტერესო ეროვნულ პროექტებში. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თავისთავად კარგმა წამოწყებამ ,,პატრიოტები“ , რომელსაც მთლიანად უნდა მოეცვა საქართველოს სტუდენტობა და შეეკრა ის ერთი იდეის გარშემო, ჯერ - ჯერობით სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ცოტნე დადიანის სახელობის სოხუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანება ,,მოვალენი“, ვაგრძელებთ რა პრეზიდენტ მ. სააკაშვილის წამოწყებას, მოგმართავთ ყველას, ვისაც კი გული შეგტკივათ სამშობლოსათვის, შემოგვიერთდით და ერთად ვაკეთოთ ქართული საქმე!
„მოვლენების“ სამოქმედო პროგრამა:
1. ,, რა ენა წახდეს …“ 2. ,, დაკარგული ტერიტორიები - ბედის ანაბარა მიტოვებული თვისტომნი;“ 3. ,,წარსულის სიძველენი - გაცოცხლებული ისტორია;“ 4. ,,თარგამოსიანები“
1. ,,რა ენა წახდეს…“ ვიცით და გვსმენია ამ გამაფრთხილებელი ჩაგონების დანიშნულება და მიზანი … მრავალგვარ პრობლემათა რიცხვში, რომელიც მრავლადაა ქვეყნის დღევანდელი ცხოვრების პირობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ქართული ენის სიწმინდის დაცვა, ენაში შემოჭრილი უცხო სიტყვების (ეს იქნება ბარბარიზმები, ნეოლოგიზმები, ჟარგონები თუ სხვა) გაცხრილვა. მაშინაც კი, როცა ენას შეიძლება თავისი ერთეული ჰქონდეს, ხშირად არის შემთხვევა, რომ მაინც შემოდის და მკვიდრდება უცხო სიტყვა, იმიტომ რომ იმ კონტექსში ის ახალი სიტყვა უფრო მისაღები ხდება მომხმარებლისთვის. სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს სახელმწიფო დონეზე სათანადო ყურადღება არ ექცევა ქართული ენის სიწმინდის დაცვას. ჩვენი პროექტი ითვალისწინებს ქართული ენის სწორმეტყველების ზოგიერთი საკითხის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დონეზე გაცნობიერებას და ენის სიწმინდის დაცვისათვის ზრუნავს. ერთ ჯამში თავი უნდა მოვუყაროთ ქართული ენისათვის შეუფერებელ, დამახინჯებულ სიტყვებსა და გამოთქმებს, ბარბარიზმებს, იმ უცხო სიტყვებს, რომელთა შესატყვისი გააჩნია ქართულ ენას და რომელსაც ვხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში და გამოუცხადოთ მას ჯვაროსნული ომი. სწორედ ჩვენ სტუდენტებმა უნდა ვიზრუნოთ ქართული ენის სალაროს შევსებისათვის დროთა განმავლობაში მივიწყებული და უპატრონოდ მიგდებული ულამაზესი და სუფთა ქართველური წარმოშობის სიტყვებით, იქნება ეს ქართველური ენებიდან: მეგრული და სვანური, თუ სხვადასხვა კუთხური კილო - კავებიდან, რათა ჩვენი მწიგნობრული ქართული ენა გაიწმინდოს იმ ენობრივი ბალასტისგან, სიმახინჯისგან, რაც ქართული ენის სალაროში იძულებით მკვიდრდებოდა სპარსთა, არაბთა, თურქთა ბატონობის შედეგად. ამასთანავე, ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ინგლისური სიტყვების მოჭარბებას ქართულში, მისადმი ბრმა თაყვანისცემის კულტს, რომელსაც ჩვენი თვალსაზრისით გაუცნობიერებლად ამკვიდრებს ჩვენი ინდეფერენტული საზოგადოება. ასეთ დროს კი, მეორე პლანზე რჩება ქართული ენისადმი მოწიწება და სახელმწიფოებრივი მიდგომა.
21-ე საუკუნის სტუდენტობამ ყური უნდა მივუგდოთ მე-20 საუკუნის დიდი ქართველი პოეტის მუხრან მაჭავარიანის რჩევას: „რუსულის სწავლა იხარე სახარბიელო რამ არის მაგრამ ეს უნდა იცოდე მშობლიურია მთავარი“ !
რასაკვირველია მოძრაობა „რა ენა წახდეს“ უნდა განხორციელდეს არა ენთუზიაზმის დონეზე, არამედ - სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული დახმარების დონეზე. 1. უნდა დაკომპლექტდეს სპეციალური ჯგუფები და მოხდეს მათი გადანაწილება საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, რამეთუ კახეთში მოხვედრილმა მეგრელმა, იმერეთში - ხევსურმა და ა. შ. პირიქითაც, შეძლონ ენობრივი ერთობის შეგრძნება. ჯგუფებს უხელმძღვანელებენ პროფესიონალი ენათმეცნიერები, როგორც ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი განყოფილებების ბაზაზე შექმნილი მეცნიერთა ჯგუფები; 2. ფინანსთა სამინისტრომ უნდა გამოყოს შესაბამისი თანხები ამ ჯგუფების საქმიანობის ნორმალური წარმართვისათვის. გადავარჩინოთ ენა და ენა გადაგვარჩენს ჩვენ!
„დაკარგული ტერიტორიები“ – „ბედის ანაბარა მიტოვებული თვისტონი“
საქართველოს ტელევიზიის ზოგიერთი მაუწყებლობა სამწუხაროდ გაუცნობიერებლად ეწევა ქართველი ახალგაზრდობის მსოფლიომხედველობის. ტოტალურ დაცვედანებას ე. წ. დასავლური დემოკრატიის სახელით სატელევიზიო არხებში მომრავლებული შოუები ქართველ ახალგაზრდობაში აღვიძებენ მხოლოდ მიძინებულ ავადმყოფურ ინსტიქტებს. ქართული სატელევიზიო არხების (არ ვგულისხმობთ მხოლოდ საპატრიარქოს ტელეარხს „ერთსულოვნებას“), მთავარი მესიჯი ახალგაზრდობისადმი არის: „არც ერთი თავისუფალი წამი სიამოვნება - გართობის გარეშე. ისეთი ფასეულობები, როგორიცაა მამული, ენა, სარწმუნოება ტელევიზიამ როგორც დრომოჭმული ტრადიციული ფასეულობები, „ერთსულოვნებას“ გადაულოცა და თავად თანმიმდევრულად შეუდგა ახალგაზრდობის ცნობიერების „მაკდონალდიზაციას.“ ხშირად, როცა ვუყურებთ საქართველოს ტელეარხებს („ერთუსულოვნების“ გარდა), ქართულ ენაზე რომ არ მეტყველებდნენ წამყვანები, ვიფიქრებდით საქართველოში კი არ ვცხოვრობთ, არამედ სადღაც დედამიწის დასალიერში, რომელიღაც ბანანების ქვეყანაში. ისე გავა კვირა, თვე, რომ არცერთ მტკივნეულ საკითხზე მსჯელობაც კი არ იმართება. ათასგვარ შოუებში მოწვეულთა უმრავლესობა საზოგადოებისათვის არაფრისმთქმელი ადამიანები არიან: მსახიობები, მოდელები, მომღერლები, შოუმენები, ტაკიმასხარა კომიკოსები და ა. შ. ისე გარდაიცვალა დიდი ქართველი მწერალი ოთარ ჭილაძე, რომ ქართველ ახალგაზრდობას ერთხელაც არ მიეცა საშუალება ტელევიზიით მოესმინა მისთვის და დამტკბარიყო იმ უდიდესი ბედნიერებით, ასეთ ბრძენკაცთან ურთიერთობით თუ საუბრით რომ მიიღწევა მხოლოდ. ისე წავიდა ცხოვრებიდან ბ - ნი თამაზ ჩხენკელი, შუა საუკუნეების ფრესკიდან გადმოსული და დროში გახევებული რაინდი, რომ ახალგაზრდობას ერთხელაც არ მიეცა საშუალება, თვალნათლივ ეგრძნო ქართველი ერის რასიული დახვეწილობის სიდიადე! სამაგიეროდ შოუები გაჟღენთილია ჰომოსექსუალიზმის, ნარკომანიის და სხვა პათოლოგიური გადახრების მქონე ადამიანებთან ინტერვიუებით. ტელევიზია ცდილობს დაარწმუნოს ახალგაზრდობა, რომ ჭაბუა ამირეჯიბი, რისმაგ გორდეზიანი, თამაზ ჭილაძე, ნოდარ ტაბიძე კი არ არის ქართული ელიტა, არამედ ე. წ. შოუმენთა ახალი კასტა. სწორედ მათ უნდა მიბაძონ და მათგან უნდა ისწავლოს ახალგაზრდობამ… რაც შეეხება დაკარგულ ტერიტორიებს და ბედის ანაბარა მიტოვებულ თვისტომთ. ამ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საქართველოს ტელეარხებზე არ გამართულა არცერთი სერიოზული მეცნიერული დისკუსია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეთნო-კულტურული კუთვნილების საკითხებზე. უფრო მეტიც, პოლიტიკურ პარტიათა თუ არაფორმალურ ორგანიზაციათა ნაწილი ოფიციალურად აცხადებს, რომ აფხაზეთი (აფსუების) კუთვნილი მიწაა და ჩვენ ქართველები აქ მიგრანტები ვართ, ლ. ბერიას „საბჭოური დემოგრაფიული ექსპანსიონისტური პოლიტიკის“ შედეგად ჩამოსახლებულები (რესპუბლიკური პარტია). სამაგიეროდ ჩვენს ახალგაზრდობას საქართველოს ტელევიზიის ზოგიერთი არხი (საპატრიარქოს ტელეარხის “ერთსულოვნების“ გარდა) დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ სთავაზობენ სასტუმროების მშენებლობაზე ფიქრში დახარჯონ თავიანთი ენერგია და ცხოვრების მიზნად მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნება კი არ დაისახონ, არამედ მიმტანად, ოფიციანტად, მძღოლად ჩამოყალიბების იდეალი. ეს არის სწორედ ქვეყნის „დოლარიზაცია“, ანუ ეროვნულ ფასეულობებზე და მართმადიდებლურ პრინციპებზე მაღლა მატერიალისტური, ჰედონისტური მისწრაფებების დაყენება. ქართველ ერს არც ერთი მტკაველი მიწა სხვა რომელიმე ხალხისა მიტაცებული არ გვაქვს. პირიქით, ქართული ისტორიული მიწები აქვთ მითვისებული ჩვენს „მეგობარ“ მეზობელ ქვეყნებს. მთელმა მსოფლიომ იცის თურქეთში სომეხთა გენოციდისა და მათი ისტორიული ტერიტორიების თურქთა მხრიდან მიტაცების შესაახებ. ჩვენ კი ისე უგერგულოდ ვიქცევით, თითქოსდა სხვა რომელიმე ხალხის ვალი გვქონდეს. რატომ არ ვყვირით სომხების დარად, მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ 1921 წ. მარტის თვეში ბოლშევიკურ რუსეთსა და თურქეთს შორის დაიდო სეპარატისტული ხელშეკრულება საქართველოს ტერიტორიის გადანაწილების შესახებ: აზერბაიჯანს გადაულოცეს საინგილო, სომხეთს - ლორე - ალავერდი, თურქეთს ლაზეთი და ტაო - კლარჯეთი. ჩვენი საზოგადოების ინდეფერენტული დამოკიდებულება ისტორიულად დაკარგული და ჩვენს თვალწინ შევარდნაძის რეჟიმის მიერ გასხვისებული მიწებისადმი (აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი), ღვთის ანაბარა მიტოვებული ჩვენი თანამემამულეებისადმი უსულგულო დამოკიდებულება იღიქმება ჩვენი დემოკრატიული ელიტას მიერ, როგორც ქართული ტოლერანტობის გამოვლინება, რომელიც რეალობაში სხვა არაფერია, თუ არა უაზრო ჰუმანიზმი. ჩვენი ძალისხმევა ამ საკითხებზე უნდა წარიმართოს შემდეგი მიმართულებით: 1) მეტი ინფორმაციულობა სატელევიზიო არხებით დაკარგულ ტერიტორიებზე (ისტორია, ეთნოგენეზი, კულტურა): 2) მჭიდრო ურთიერთობების დამყარება დაკარგულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებთან (ლაზები, საინგილოსა და ფერეიდანის ქართველობა), კულტურულ - საგანმანათლებლო ურთიერთობების ხშირი გაცვლა. 3) აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთზე დოკუმენტური ფილმების გადაღება და მათი გავრცელება მთელ მსოფლიოში. 4) მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქართული ეთნო - კულტურული კუთვნილების შესახებ მეცნიერული შეხედულების წარმოჩენა და მისი დამკვიდრება მსოფლიო სამეცნიერო ელიტაში.
III. “წარსულის სიძველენი - გაცოცხლებული ისტორია” - გავუფრთხილდეთ წარსულის ნაშთებს და მოვუაროთ მათ, ვიგრძნოთ მათი გულისცემა! (ისტორიული ძეგლების განწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები საქართველოს შიდა და გარე ტერიტორიებზე). ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც უფრო ახლოს ეცნობა შენი ქვეყნის კულტურას, ეროვნულ განძსა და მემკვიდრეობას. სიძველისადმი ჩვენში არსებული დამოკიდებულება საგანგაშოა, რადგან გაცნობიერებული არა გვაქვს წარსულის რეალობის მნიშვნელობა. საქართველოს მიწა - წყალზე არ მოიძებნება არც ერთი ადგილი არც ერთი კუთხე, არც ერთი ხეობა თუ სოფელი, წარსულის რაიმე ნაშთი არ იყოს დარჩენილი, ან ძველი ეკლესია, ან სამრეკლო, ან ციხის ნანგრევი ან ნასახლარი. დიდია განცდა, როცა მონაწილეობ წარსული ნაშთების აღმოჩენაში. კონკრეტულად, შეხება რომ გვაქვს თუნდაც შენი წინაპრების მიერ დამზადებულ ნივთებთან. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ მ. სააკაშვილს ძალისხმევას ბაგრატის ტაძრის სრულ რესტავრაციასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მიუღებელია მავანნთა გულისსთან დაკავშირებით. ჩვენთვის მიუღებელია მავანნთა გულისშემწუხებელი ღაღადი ბაგრატის ტაძრის პირველადი იერის შენარჩუნების გამო. მეორე მსოფლიო ომში რუსეთში, ჩეხეთში, გერმანიაში ასობით ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ძეგლი პირწმინდად განადგურდა, მაგრამ ისინი სრულიად იქნენ რესტავრირებულნი. ჩვენ ქართველებს გვეძლევა შანსი აღვადგინოთ ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლი - ბაგრატის ტაძარი და შესაბამისად დავტკბეთ მისი პირველადი სილამაზის ხილვით. ბაგრატის ტაძარი უნდა აღდგეს! საქართველო მდიდარია ისტორიული ძეგლებით, რომლებსაც მოვლა - პატრონობა და ზრუნვა სჭირდება.
IV. “თარგამოსიანები”
„თარგამოსიანები“ (ქართველი და კავკასიის მთის ხალხები) ენობრივი გენეტიკური წარმოშობის თვალსაზრისით იდენტურნი არიან იმ ერებისა, რომელნიც მეცნიერებაში იბერიულ - კავკასიურ ენაზე მოლაპარაკე ხალხებად არიან მიჩნეულნი. X-VX ს.ს.- ში საქართველომ შესძლო ქართველი და კავკასიის ხალხები შეეკრა ერთიან სახელმწიფოში, სადაც დომინანტური პოზიცია ეკავა „ქართოცენტრულ კულტურულ-ინფორმაციულ სივრცეს“ სამწუხაროდ, XV ს.-ში თემურ- ლენგის დამანგრეველმა ლაშქრობებმა საქართველოსა და ჩრდ. კავკასიაში, მთის კავკასიის ხალხებში ისლამის დამკვიდრებამ და მეფის რუსეთის რუსიფიკატორულმა პოლიტიკამ გამოიწვია ისტორიულად ჩამოყალიბებული „საერთოკავკასიური შეგნების“ მოშლა. ჩვენ, XXI საუკუნის სტუდენტობა, „თარგამოსიანთა“ მემკვიდრენი მოვალენი ვართ ვიაროთ წინაპართა მიერგაკვალულ გზაზე. სამწუხაროა, რომ შოუებით გადატვირთულ საქართველოს სატელევიზიო არხებზე არ რჩება დრო ვისაუბროთ კავკასიის მთის ხალხთა პრობლემებზე. ჩრდ. კავკასიაში სრული საინფორმაციო ვაკუუმია. პუტინის ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობს შექმნას ქართველი კაცის სახით მტრის იმიჯი კავკასიის მთის ხალხთა ცნობიერებაში, რათა ყოველნაირად შეუშალოს ხელი ჩვენი ხალხების დაახლოებას. „თარგამოსიანთა“ სამოქმედო პროგრამა შემდეგი მიმართულებით უნდა წარიმართოს:
1. საქართველოს ტელევიზიამ საეთერო დრო უნდა დაუთმოს კავკასიის მთის ხალხთა ისტორიის, კულტურის, ეთნოგენეზის, ქართველი და კავკასიის მთის ხალხთა ისტორიულ-კულტურული ურთიერთობების საკითხებს; 2. საქართველოს განათლების სამინისტრომ უნდა გამოყოს სპეციალური კვოტა კავკასიის მთის ხალხთა ახალგაზრდობისათვის, რათა ისინი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩაირიცხონ საქართველოს ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში ცოდნის მისაღებად, რაც შესაბამისად ხელს შეუწყობს „საერთოკავკასიური შეგნების“ აღორძინებას; 3. დამყარდეს საქართველოს კულტურის და განათლების სამინისტროს მიერ მჭიდრო კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობა თურქეთში და არაბულენოვან სამყაროში მცხოვრებ კავკასიის მთის ხალხთა დიასპორებთან; 4. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ბაზაზე მომზადდეს ქართულ-ჩრდ. კავკასიური და შესაბამისად ჩრდ. კავკასიურ-ქართულ ენათა ლექსიკონები, სასაუბროები. „თარგამოსიანთა“ (ქართველი და კავკასიის მთის ხალხი) წინაშე დღეს მხოლოდ ასეთი ალტერნატივაა: ან კავკასიური ერთიანობა, რაც მისი სიძლიერისა და ერთიანობის საფუძველია, ან განკერძოებულობა, სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ცენტრებზე ორიენტაცია. ეს არა მარტო “საერთოკავკასიური შეგნების“ საბოლოო მოშლას გამოიწვევს, არამედ დამღუპველ გავლენას მოახდენს კავკასიის მკვიდრი ხალხების თვითმყოფადობაზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს თვით კავკასიაში მცხოვრები ავტოქტონური ხალხების ფიზიკურ არსებობასაც კი....?! ადამიანთა ცხოვრებაში სტუდენტობაზე საუკეთესო წლები არ არსებობს. გავერთიანდეთ, რამეთუ “მოვალენი“ ვართ...
სოხუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობა |
|
||
![]() |
ცოტნე დადიანის სახელობის სოხუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობის შექმნის წინაპირობა იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სტუდენტთა აქტიური ჩართვის მოთხოვნილება და ამ ბუნებრივი მოთხოვნილების სრულყოფიილად განხორციელებისათვის გარკვეული სტრუქტურების ჩამოყალიბება. 2010 წელს 18 ნოემრებს სოხუმის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა თვითმმართველობის არჩევნები. არჩეულ იქნა სტუდენტთა თვითმმარველობის გამგეობა სულ 11 კაცის ოდენობით. |
||
|
შემდეგ ჩატარდა სტუდენტთა თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები, სადაც წარმოდგენილი იყო ორი კანდიდატურა: საბანკო, საფინანსო და სადაზღვევო სპეციალობის I კურსის სტუდენტი მამუკა ცაავა და ჟურნალისტიკის I კურსის სტუდენტი ნუკრი თოლორაია. 48 ხმით 12-ის წინააღმდეგ გაიმარჯვა მამუკა ცაავამ და ის ერთხმად არჩეულ იქნა ცოტნე დადიანის სახელობის სოხუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად.
სოხუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ცოტნე დადიანის სახელობის სტიპენდიანტები.
2011 წლის 2 მარტის ბრძანების №03/01-051 საფუძველზე ცოტნე დადიანის სახელობის სოხუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სტუდენტებს: ჰუმანიტარული და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის (სპეც. ტურიზმი) პირველი კურსის სტუდენტს ნანა კაკაბაძეს და ჯანდაცვის ფაკულტეტის (სპეც. ფარმაცია) პირველი კურსის სტუდენტს სალომე წულაიას დაენიშნათ ცოტნე დადიანის სახელობის სტიპენდია.
სოხუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრების ეპიზოდები
სოხუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის (სპეც. „ფარმაცია“) პირველი კურსის სტუდენტები პრაქტიკას გადიან იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში.
სოხუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის საბანკო,საფინანსო და დაზღვევის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტები გადიან პრაქტიკას ეროვნულ ბანკში.
|
|||
|
© ცოტნე დადიანის სახელობის სოხუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი |
|||